კინო
10 February
მარკ რუფალო აღიარებს: 13 წელი შეჩერებული მართვის მოწმობით უკანონოდ ვმართავდი მანქანას
მსახიობმა მარკ რუფალომ აღიარა, რომ ლოს-ანჯელესში 13 წლის განმავლობაში უკანონოდ მართავდა მანქანას, შეჩერებული მართვის მოწმობით და დაპატიმრების ორდერით. მან შეძლო თავი აერიდებინა დაკავებისთვის იმით, რომ უკიდურესად ფრთხილ მძღოლად იქცა. რუფალოს თქმით, ამ ჩიხიდან გამოსვლაში მას მეუღლე, სანრაიზ კოინიგი დაეხმარა, რომელმაც დაშორებით დაემუქრა, თუკი სამართლებრივ პრობლემებს არ მოაგვარებდა. ეს აღიარება მისი ახალი ფილმის, „დანაშაული 101“-ის პოპულარიზაციის ფონზე გაკეთდა.