მარკიპლაიერის Iron Lung-მა სალაროებში ბიუჯეტი 15-ჯერ დაფარა და „იუთუბერების გამარჯვება“ გახდა
იუთუბერ მარკიპლაიერის (Markiplier) სადებიუტო საშინელებათა ფილმი Iron Lung მსოფლიო მასშტაბით 50 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავლით, თავისი 3 მილიონიანი ბიუჯეტი 15-ჯერ დაფარა, რაც მას წელს ვიდეოთამაშის ყველაზე შემოსავლიან ადაპტაციად აქცევს. ფილმი, რომელშიც მარკიპლაიერი მთავარ როლს ასრულებს, სცენარისტი, რეჟისორი, რედაქტორი და აღმასრულებელი პროდიუსერია, მის მიერვე დაფინანსდა. კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, აუდიტორიის მაღალმა მოწონებამ და სალაროებში მოულოდნელმა წარმატებამ, ფილმი „იუ