დოკუმენტური ფილმი
02 March
Starboard Entertainment-მა MTV-ის საკულტო სერიალზე დოკუმენტური ფილმის „This Is Buzz“ დისტრიბუციის უფლებები მოიპოვა
Deadline-ის ცნობით, Starboard Entertainment-მა შეიძინა მარკ პელინგტონის მუსიკალურ-დოკუმენტური ფილმის „This Is Buzz“ ჩრდილოეთ ამერიკის დისტრიბუციის უფლებები. ფილმი იკვლევს MTV-ის საკულტო სერიალ „Buzz“-ს. კინოთეატრებში მისი პრემიერა ივნისში შედგება, რასაც ციფრული გამოსვლა მოჰყვება.