კინო
17 February
მაქსიმ ჟირუს თრილერი „ცივი შუქი“ ციფრულ პლატფორმებზე გამოვა
რეჟისორ მაქსიმ ჟირუს კანადური თრილერი „ცივი შუქი“, მაიკა მონროს მონაწილეობით, ციფრულ პლატფორმებზე 2026 წლის 24 თებერვალს გამოვა. ფილმი ნარკობარონ ავას (მაიკა მონრო) ამბავს მოგვითხრობს, რომელიც ციხიდან გამოსვლის შემდეგ ცდილობს თავისი დანგრეული იმპერიის აღდგენას, მაგრამ მკვლელობის ბრალდებით პოლიციისა და დაუნდობელი კრიმინალური ავტორიტეტის სამიზნეში ექცევა.