„უცნაური ამბების“ ვარსკვლავი ნოა შნაპი აშშ-ის წინააღმდეგ კანადის მხარდაჭერისთვის კრიტიკის ქარცეცხლში მოხვდა
მსახიობი ნოა შნაპი, ცნობილი სერიალიდან „უცნაური ამბები“, სოციალურ მედიაში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჰოკეის მატჩზე აშშ-ის წინააღმდეგ კანადას უგულშემატკივრა. მიუხედავად იმისა, რომ ის აშშ-შია დაბადებული, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, მისი მშობლები კი კანადელები არიან. ამ ფაქტმა აშშ-ის გულშემატკივრების უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ზოგიერთი მისი ქმედების მიმართ ნეიტრალურ ან მხარდამჭერ პოზიციას გამოხატავს.