"ეშმაკს აცვია პრადა 2"-ის თრეილერმა 20th Century Studios-ის რეკორდი მოხსნა
"ეშმაკს აცვია პრადა 2"-ის ახალმა თრეილერმა ონლაინში გამოქვეყნებიდან პირველ 24 საათში 222 მილიონი ნახვა დააგროვა, რითაც 20th Century Studios-ის ისტორიაში ყველაზე ნახვადი თრეილერი გახდა. ეს მოვლენა ფილმის გამოსვლამდე სამი თვით ადრე მოხდა, რამაც უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია. გაგრძელებაში თავიანთ როლებს მერილ სტრიპი, ენ ჰეთეუეი, ემილი ბლანტი და სტენლი ტუჩი დაუბრუნდებიან. ფილმის პრემიერა 2026 წლის 1 მაისს შედგება.