სერიალები
27 February
HBO-ს „ინდასტრი“ მე-5, დასკვნით სეზონზე დაბრუნდება
HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ პოპულარული დრამატული სერიალი „ინდასტრი“ მეხუთე სეზონით დასრულდება. მეოთხე სეზონის ფინალური ეპიზოდი 1-ელ მარტს გავა ეთერში, ხოლო დასკვნითი სეზონის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. სერიალი, რომელიც ფინანსების, ძალაუფლებისა და ამბიციური ახალგაზრდების სამყაროს იკვლევს, მაყურებელს დასამახსოვრებელ ფინალს ჰპირდება.