კინო
02 March
გამოვიდა ფილმ „სიკვდილის სახეების“ ახალი თრეილერი
გამოვიდა საშინელებათა ფილმ „სიკვდილის სახეების“ (Faces of Death) რიმეიქის ახალი თრეილერი. ფილმის რეჟისორია დენიელ გოლდჰაბერი, ხოლო მთავარ როლებს ბარბი ფერეირა და ჩარლი XCX ასრულებენ. სიუჟეტი YouTube-ის მსგავსი ვებსაიტის მოდერატორის გარშემო ვითარდება, რომელიც ორიგინალური ფილმიდან მკვლელობების განმეორების ფაქტებს აწყდება, რაც ციფრული ეპოქის დეზინფორმაციის ფონზე კითხვებს აჩენს – რეალურია თუ არა ეს დანაშაულები. ფილმის პრემიერა 2026 წლის 10 აპრილს შედგება.