კინო
13 February
"ბითლზის" ბიოგრაფიულ ფილმს ოთხი ახალი მსახიობი შეუერთდა – ცნობილია მათი როლები და პრემიერის თარიღი
"ბითლზის" შესახებ გადაღებულ ოთხ ფილმს, რომლებიც ერთ კინო-ივენთად არის გაერთიანებული, ოთხი ახალი მსახიობი, ლუსი ბოინტონი, მორფიდ კლარკი, ფარჰან აჰტარი და ჰარი ლოთი შეემატა. ისინი განასახიერებენ ჯეინ ეშერს, სინტია ლენონს, რავი შანკარსა და სტიუარტ სატკლიფს. სემ მენდესის რეჟისორობით გადაღებული ფილმების პრემიერა 2028 წლის 7 აპრილს შედგება.