ჰენრი კავილი „ჰაილენდერის“ გადაღებაზე მოტოციკლით – ახალი კადრები ვრცელდება
ფილმ „ჰაილენდერის“ რიმეიქის გადაღებებიდან ახალი კადრები და ვიდეოები ვრცელდება, სადაც ჰენრი კავილი მოტოციკლით სამოქმედო სცენას ასრულებს ლონდონში. მსახიობი კონორ მაკლეოდის როლს ასრულებს, ფოტოებზე ის სისხლით გაჟღენთილი ჩანს. პროექტში ასევე მონაწილეობენ დეივ ბატისტა კურგანის როლში, რასელ ქროუ რამირესის როლში, მარისა აბელა და ჯიმონ ჰონსუ. რეჟისორი ჩად სტაჰელსკი ფილმს უკვე რამდენიმე კვირაა იღებს.