ცნობილი ადამიანები
07 February
დასრულდა „მარტო სახლში“-ს ვარსკვლავის, დენიელ სტერნის წინააღმდეგ აღძრული საქმე
მსახიობ დენიელ სტერნის წინააღმდეგ, დეკემბერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, პროსტიტუციაში ჩართვის ბრალდებით აღძრული საქმე შეწყდა. ვენტურას ოლქის პროკურატურის ცნობით, ბრალდება მოხსნილია მას შემდეგ, რაც მსახიობმა გაიარა შესაბამისი საგანმანათლებლო კურსი, რაც პირველი შემთხვევის დროს დანაშაულის სტანდარტული მოგვარების პროცედურაა.