გასართობი
21 February
მინგ-ნა ვენი „პერსი ჯექსონის“ მესამე სეზონს ჰერას როლში უერთდება; ქასთს ჯენიფერ ბილსი და ჰუბერტ სმიელეცკიც შეუერთდნენ
„დისნეის“ ხატი, მინგ-ნა ვენი, ცნობილი „ვარსკვლავური ომებიდან“ და „მულანიდან“, „პერსი ჯექსონი და ოლიმპოს ღმერთების“ მესამე სეზონს უერთდება ჰერას როლში. სერიალის მესამე სეზონში ასევე ვიხილავთ ჯენიფერ ბილსს დემეტრას როლში და ჰუბერტ სმიელეცკის აპოლონის როლში. ახალი სეზონი რიკ რიორდანის წიგნის, „ტიტანის წყევლის“ სიუჟეტს მიჰყვება და 2026 წლის ბოლოს გამოვა.