კრიმინალი
04 February
დუეინ „ნადირობის ძაღლის“ ჩეპმენის გერი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს
დუეინ „ნადირობის ძაღლი“ ჩეპმენის გერი, გრეგორი ზეკა, დააკავეს 13 წლის შვილის, ენტონის, გარდაცვალების საქმეზე ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ. მას ბრალი წაუყენეს ცეცხლსასროლი იარაღით ბავშვის მიმართ ჩადენილ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობაში დამამძიმებელ გარემოებებში და ნასვამ მდგომარეობაში იარაღის გამოყენებაში. ფლორიდის შერიფის ოფისის ცნობით, ზეკამ შემთხვევით ესროლა შვილს ალკოჰოლისა და მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას.