კინო სიახლეები
03 February
ნეიტ ბარგატზეს სადებიუტო ფილმის „პურის მომტანის“ გამოსვლა გადაიდო
კომედიური ფილმი „პურის მომტანი“ (The Breadwinner), რომელიც Sony-ს 2026 წლის მნიშვნელოვან პროექტად ითვლება და რომელშიც კომიკოსი ნეიტ ბარგატზე მსახიობად დებიუტს ასრულებს, გადაიდო. ფილმი აშშ-ის კინოთეატრებში 2026 წლის 29 მაისს გამოვა, რაც ორ თვეზე მეტით გვიანაა საწყის თარიღთან (13 მარტი) შედარებით. ბარგატზე ფილმის თანაავტორი და თანაპროდიუსერიცაა. სიუჟეტი ოჯახის მარჩენალ მამაზე მოგვითხრობს, რომელსაც ცოლის ხანგრძლივი მივლინების შემდეგ სამ შვილთან ერთად სახლში მოუწევს დარჩენა.