სერიალები
12 February
ნიკოლ ქიდმანი Amazon-ის სერიალ „სკარპეტას“ თრეილერში – პრემიერა 11 მარტს შედგება
ნიკოლ ქიდმანი პატრიცია კორნუელის ბესტსელერი რომანების ადაპტაციაში, Amazon-ის სერიალ „სკარპეტას“ მთავარ როლში გვევლინება. კრიმინალური თრილერი ორ ქრონოლოგიურ ხაზს მიუყვება, სადაც ქეი სკარპეტა მთავარი სამედიცინო ექსპერტის კარიერას იწყებს 90-იან წლებში და ასევე ბრუნდება მშობლიურ ქალაქში საზარელი მკვლელობის გამოსაძიებლად. სერიალის პრემიერა Prime Video-ზე 11 მარტს შედგება.