სერიალები
04 February
„The Last of Us“-ის მე-3 სეზონი: მთავარ პერსონაჟს სხვა მსახიობი განასახიერებს, შოურანერი ტოვებს პროექტს
სერიალ „The Last of Us“-ის მე-3 სეზონის გადაღებების დაწყებამდე, პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები დაანონსდა. მსახიობი დენი რამირესი, დატვირთული გრაფიკის გამო, მენის როლზე ჯორჯ ლენდებორგ უმცროსმა შეცვალა, ხოლო ქლია დიუვალი სერაფიტების კულტის წევრს ითამაშებს. ამავდროულად, ნილ დრაქმანმა თანა-შოურანერის პოსტი დატოვა და მხოლოდ აღმასრულებელი პროდიუსერის ფუნქციებს შეასრულებს, რათა Naughty Dog-ის სამომავლო პროექტებზე გაამახვილოს ყურადღება.