გართობა
26 February
IMDb-ზე „სამეფო კარის თამაშებისა“ და „მძიმე დანაშაულის“ ფანებს შორის „რეცენზიების ომი“ მძვინვარებს
IMDb-ზე ტელესერიალების, „სამეფო კარის თამაშებისა“ და „მძიმე დანაშაულის“, ფანებს შორის რეცენზიების ომი დაიწყო. კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც „შვიდი სამეფოს რაინდის“ ერთ-ერთმა ეპიზოდმა „მძიმე დანაშაულის“ ლეგენდარული ეპიზოდის, „ოზიმიანდასის“, 10/10 რეიტინგი საფრთხის ქვეშ დააყენა. ფანების „რეცენზიების დაბომბვის“ შედეგად, ორივე ეპიზოდის რეიტინგი 9.5/10-მდე დაეცა, ომი კი გრძელდება და ახალ ეპიზოდებზეც გავრცელდა.