ბერლინალე 2026: „კინო პოლიტიკის გარეშე“? ვენდერსის მოწოდებებს პალესტინის მხარდამჭერი განცხადებები დაუპირისპირდა
რეჟისორ ვიმ ვენდერსის, 2026 წლის ბერლინის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტის, განცხადებები, რომ კინემატოგრაფია „პოლიტიკის საპირისპიროა“ და კოლეგების მოწოდებები, „მოერიდონ პოლიტიკას“, უშედეგო აღმოჩნდა. ფესტივალზე, განსაკუთრებით კი დაჯილდოების ცერემონიაზე, აქტიურად ჟღერდა პოლიტიკური მოწოდებები, მათ შორის არაერთხელ გაისმა „თავისუფლება პალესტინას!“ და პალესტინის დროშაც კი აფრიალდა სცენაზე. გამარჯვებულებმა ისრაელის ქმედებები ღაზაში გენოციდად შეაფასეს.