#პარამაუნტ პიქჩერსი

ამ თეგით ნაპოვნია 3 სტატია

კინო სიახლეები 10 February

სემ რაიმი ფილმ „ცოცვის“ გაგრძელების, „ცოცვა 2“-ის, შესახებ იმედისმომცემ ინფორმაციას აჟღერებს

შვიდი წლის წინ რეჟისორ ალექსანდრე აჟას და პროდიუსერ სემ რაიმის ნიანგების თრილერი „ცოცვა“ (Crawl) გამოვიდა, რომელმაც მაყურებელი გაართო და კვენტინ ტარანტინომაც კი 2019 წლის საყვარელ ფილმად დაასახელა. ორი წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია სიქველის, „ცოცვა 2“-ის, შესახებ, რომლის რეჟისორობას აჟა კვლავ აპირებდა, რაიმისთან ერთად კი პროდიუსერობასაც. თუმცა, მას შემდეგ პროექტზე ბევრი არაფერი გვსმენია. საბედნიეროდ, რაიმმა, თავისი ახალი ფილმის პრეს-ტურისას, გაგრძელებაზე იმედისმომცემი ინფორმაცია გააჟღერა და გან

კინო, სამართალი 07 February

„სქრიმ 7“-ის გამოსვლა შესაძლოა გოსთფეისის ნიღბის უფლებებთან დაკავშირებულმა დავამ შეაფერხოს

„სქრიმის“ ფრენჩაიზიდან ცნობილი გოსთფეისის ნიღბის უფლებებთან დაკავშირებით „სპაიგლასსა“, „პარამაუნტ პიქჩერსსა“ და „ალტერიან გოსთ ფექტორის“ შორის სამართლებრივი დავა დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ „ალტერიანი“ ნიღბის ორიგინალური დიზაინის ავტორად მოიაზრება, „სპაიგლასი“ და „პარამაუნტი“ აცხადებენ, რომ პრეტენზია დაგვიანებულია. დავა შესაძლოა „სქრიმ 7“-ის გამოსვლის თარიღზე აისახოს, თუმცა ამჟამად პრემიერა 2026 წლის 27 თებერვალს არის დაგეგმილი.

კინო 03 February

ჯონი დეპის ამოუცნობი ტრანსფორმაცია ებენიზერ სკრუჯად: მსახიობის დიდი დაბრუნება ჰოლივუდში

ჯონი დეპი თითქმის ამოუცნობია ებენიზერ სკრუჯის როლში ფილმში „საშობაო სიმღერა“, რაც მისი პირველი მსხვილი სტუდიური ფილმია 2019 წლის შემდეგ. დრამატული ფიზიკური ტრანსფორმაცია და მაღალბიუჯეტიან კინემატოგრაფიაში დაბრუნება მსახიობის გახმაურებულ სამართლებრივ დავებს მოჰყვა. ფილმის რეჟისორი საშინელებათა ჟანრის ავტორი ტი ვესტია, ხოლო მსახიობთა გუნდი შთამბეჭდავია. პრემიერა 13 ნოემბერსაა დაგეგმილი.