სერიალები
03 February
„3 სხეულის პრობლემის“ მე-2 სეზონის გადაღებები დასრულდა: გამოსვლის სავარაუდო დრო და დეტალები
Netflix-ის პოპულარული სამეცნიერო ფანტასტიკის სერიალ „3 სხეულის პრობლემის“ მეორე სეზონის გადაღებები დასრულდა და პროექტი პოსტპროდუქციის ფაზაში შევიდა. სერიალი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა. დადასტურდა მესამე სეზონიც, რომლის გადაღებები მეორესთან ერთად, თითქმის განუწყვეტლივ მიმდინარეობს.