კულტურა
10 February
ჯონი გრინვუდი და პოლ თომას ანდერსონი: „ფანტომ თრედის“ მუსიკა „მელანიას“ დოკუმენტურ ფილმში უნებართვოდ მოხვდა
კომპოზიტორი ჯონი გრინვუდი და რეჟისორი პოლ თომას ანდერსონი აცხადებენ, რომ მათი ოსკარზე ნომინირებული მუსიკა ფილმიდან „ფანტომ თრედი“ გამოყენებულია დოკუმენტურ ფილმ „მელანიაში“ კომპოზიტორის თანხმობის გარეშე. ისინი ითხოვენ მუსიკალური ნაწარმოების ფილმიდან ამოღებას, რადგან არ სურთ, მათი ნამუშევარი პოლიტიკურ პროპაგანდასთან იყოს დაკავშირებული.