კინო
27 February
80-იანი წლების თრილერები, რომლებმაც „ძველ ღვინოსავით“ დროს გაუძლეს და ნამდვილ კლასიკად იქცნენ
თრილერები კინოს სათავეებიდანვე არსებობს, თუმცა 80-იანი წლების კინემატოგრაფისტებმა ჟანრში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. ბევრი მათგანი თავდაპირველად კრიტიკოსებმა უარყოფითად მიიღეს, მაგრამ წლების გასვლასთან ერთად ნამდვილ კულტურულ მოვლენებად და შედევრებად იქცნენ. გთავაზობთ 80-იანი წლების იმ საკულტო თრილერების შერჩევას, რომლებმაც დროს გაუძლეს და „ძველ ღვინოსავით“ უკეთესი გახდნენ.