ანიმე და მანგა
02 February
პიერო კარასუს „რეინკარნირებული პრინცესას ჯადოსნური რევოლუცია“ მე-13 ტომით სრულდება
იაპონელი მწერლის, პიერო კარასუს, პოპულარული რომანების სერია „რეინკარნირებული პრინცესას ჯადოსნური რევოლუცია“ მე-13 ტომით, 20 თებერვალს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაცია კარასუს ოფიციალურმა X (ყოფილი Twitter) ანგარიშმა გაავრცელა. ამავე დღეს მწერალი ახალ პროექტსაც დაიწყებს.