A24-მა კეინ პარსონსის ვირუსული ჰორორ „უკანა ოთახების“ (Backrooms) თიზერი გამოუშვა
კეინ პარსონსის, იგივე Kane Pixels-ის რეჟისორობითა და A24-ის პროდიუსერობით, გამოვიდა სრულმეტრაჟიანი ფილმის „უკანა ოთახების“ (Backrooms) პირველი თიზერ-ტრეილერი. ფილმი ეფუძნება პარსონსის პოპულარულ YouTube სერიას, რომელიც თავის მხრივ, 4chan-ზე გავრცელებულ Creepypasta-ს ეფუძნება ლიმინალურ სივრცეებზე. მთავარ როლებს ჩივეტელ ეჯიოფორი და რენატე რაინსვე ასრულებენ, რომლებიც უსასრულო და საზარელ ოთახების ლაბირინთში აღმოჩნდებიან. ფილმის პრემიერა აშშ-ში 29 მაისსაა დაგეგმილი.