კინო და ტელევიზია
04 February
Apple TV-მ კიანუ რივზისა და ჯონა ჰილის ახალი კომედიის „შედეგი“ პირველი კადრები გაავრცელა
Apple TV-მ გაავრცელა კადრები ფილმიდან „შედეგი“ (Outcome), ახალი ბნელი კომედიიდან, რომელშიც კიანუ რივზი და ჯონა ჰილი მონაწილეობენ. ჰილი თითქმის ამოუცნობია შეცვლილი იმიჯით. ფილმი ჰოლივუდის ვარსკვლავზე, რიფ ჰოუკზე (კიანუ რივზი) მოგვითხრობს, რომელიც იძულებულია თავის ფარულ დემონებს დაუპირისპირდეს მას შემდეგ, რაც იდუმალი ვიდეოთი აშანტაჟებენ. ჯონა ჰილი არა მხოლოდ თამაშობს ფილმში, არამედ რეჟისორი და სცენარის თანაავტორიცაა. ფილმი Apple TV-ზე 10 აპრილს გამოვა.