გასართობი
29 January
„Pawn Stars“-ის ვარსკვლავი კორი ჰარისონი მძიმე ავარიაში მოყვა, 11 ნეკნი მოტეხილი აქვს
ცნობილი რეალითი შოუს „Pawn Stars“ ვარსკვლავი კორი ჰარისონი სერიოზულ ავარიაში მოყვა, რის შედეგადაც მას 11 ნეკნი მოტყდა. 42 წლის ვარსკვლავმა ეს ინფორმაცია დაზიანებების ამსახველ ფოტოებთან ერთად ინსტაგრამზე გაავრცელა. ავარიის გამო, ჰარისონმა მამის, რიკ ჰარისონის, უახლესი ქორწილიც გამოტოვა. მიუხედავად სერიოზული დაზიანებებისა, კორი თავს კარგად გრძნობს და მალე გამოჯანმრთელებას ელის.