კინო
09 February
პიქსარი Hoppers-ის სუპერ ბოულის რეკლამასა და ახალ ტრეილერს წარმოგვიდგენს
პიქსარმა თავისი მომავალი ანიმაციური ფილმის, „ჰოპერსის“ (Hoppers), სუპერ ბოულის სარეკლამო რგოლი და ახალი ტრეილერი გამოუშვა. ფილმი მოგვითხრობს მეცნიერთა ჯგუფზე, რომლებიც ადამიანის გონების რობოტულ ცხოველთა სხეულებში გადატანის გზას იგონებენ. სიუჟეტის ცენტრშია თინეიჯერი მეიბელი, რომელიც რობოტი თახვის სხეულში გადაინაცვლებს და გარემოს დაცვისთვის იბრძვის. ფილმის პრემიერა 28 თებერვალს შედგება, კინოთეატრებში კი 6 მარტიდან გამოვა.