კინო
12 February
გლენ პაუელის ახალ ბნელ კომედიურ თრილერზე „როგორ მოვაწყოთ მკვლელობა“ პირველი შეფასებები გამოქვეყნდა
A24-ის ახალი ბნელი კომედიური თრილერის, „როგორ მოვაწყოთ მკვლელობა“ (How to Make a Killing), რომელშიც მთავარ როლს გლენ პაუელი ასრულებს, პირველი შეფასებები გამოქვეყნდა. ფილმი მოგვითხრობს ბეკეტ რედფელოუს ისტორიას, რომელიც მემკვიდრეობის დასაბრუნებლად თავისი ულტრა-მდიდარი ოჯახის წევრების მოკვლას გეგმავს. კრიტიკოსები ძირითადად დადებითად აფასებენ ნამუშევარს, განსაკუთრებით კი პაუელისა და მარგარეტ ქუოლის მსახიობურ შესრულებას. ფილმი აშშ-ის კინოთეატრებში 20 თებერვალს გამოვა.