კულტურა
19 February
„სამეფო კარის თამაშების“ პრიქველს, „შეშლილ მეფეს“, „როიალ შექსპირ კომპანია“ დადგამს
„როიალ შექსპირ კომპანია“ (RSC) ჯორჯ რ.რ. მარტინის „სამეფო კარის თამაშების“ პრიქველ სპექტაკლს, სახელწოდებით „შეშლილი მეფე“, დადგამს. სპექტაკლის მოქმედება ძირითად სერიალამდე 18 წლით ადრე, ლეგენდარული ჰარენჰალის ტურნირის დროს ვითარდება და მასში წარმოდგენილი იქნება ისეთი საკვანძო პერსონაჟები, როგორებიც არიან რეიგარ ტარგარიენი და ლიანა სტარკი. პროექტში აქტიურად არის ჩართული თავად მარტინიც. პრემიერა 2026 წლის ზაფხულში შედგება.