ანიმე სიახლეები
30 January
„კუმარბას“ ანიმეს მესამე სეზონი აპრილში გამოვა, 3D-დან 2D ანიმაციაზე გადადის
საბავშვო YouTube არხზე დაფუძნებული პოპულარული ანიმე „კუმარბა“ აპრილში მესამე სეზონს გამოუშვებს, რომელიც 3D-დან 2D ანიმაციაზე გადადის. ახალი სეზონის მოქმედება თოითოილენდში ვითარდება, სადაც კუმარბა და მეგობრები სათამაშოების ქარხანაში უცნაურ ამბებს იძიებენ, მას შემდეგ რაც ბაგურინი მის სისტემას გატეხავს. მესამე სეზონის რეჟისორი ტომი ჰინოა, სცენარისტი კი ტაკაში მიძუნო. მთავარ როლებს ორიგინალური ქასთი გაახმოვანებს.