Apple TV-მ სერიალ „Star City“-ის პრემიერის თარიღი და პირველი ფოტოები წარადგინა
Apple TV-მ გამოაცხადა „For All Mankind“-ის სპინ-ოფ სერიალ „Star City“-ის პრემიერის თარიღი და პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. რვაეპიზოდიანი დრამა გლობალურად Apple TV-ზე 29 მაისს გამოვა და კოსმოსური რბოლის მოვლენებს ამჯერად საბჭოთა პერსპექტივიდან ასახავს.