გასართობი
23 February
„ბრიჯერტონების“ მე-4 სეზონის 5-8 ეპიზოდების პრემიერა: როდის და სად ვუყუროთ?
პოპულარული სერიალ „ბრიჯერტონების“ მე-4 სეზონის მეორე ნახევარი, კერძოდ, 5-დან 8-მდე ეპიზოდები, მალე გამოვა. მაყურებელი ბენედიქტ ბრიჯერტონისა და სოფი ბეკის სასიყვარულო ისტორიის გაგრძელებას იხილავს, რომელიც სარეგენტო ეპოქის კლასობრივ დაყოფას უპირისპირდება. ეპიზოდები ხელმისაწვდომი იქნება Netflix-ზე ხუთშაბათს, 26 თებერვალს, წყნარი ოკეანის დროით 00:00 საათზე.