სამეფო ოჯახი
19 February
პრინცი ენდრიუ, იგივე ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, დიდ ბრიტანეთში დააკავეს
გარდაცვლილი დედოფალ ელისაბედ II-ის ვაჟი და მეფე ჩარლზ III-ის ძმა, ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორი, დიდი ბრიტანეთის პოლიციამ 19 თებერვალს დააკავა. BBC-ის ცნობით, იგი საჯარო სამსახურში არასათანადო ქცევის ბრალდებით არის დაკავებული. მისი დაკავება 66-ე დაბადების დღეს დაემთხვა და მოხდა ეპშტეინის საქმესთან მისი კავშირის შესახებ გაჟონილი ინფორმაციის ფონზე. პოლიცია იძიებს საქმეს და მედიას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, სასამართლოს უპატივცემულობის თავიდან ასაცილებლად.