The Last of Us-ის მესამე სეზონში მენის როლს ჰორხე ლენდებორგ უმცროსი შეასრულებს, ქასთს კლია დიუვალიც უერთდება
The Last of Us-ის მესამე სეზონში მენის როლს დენი რამირესის ნაცვლად ჰორხე ლენდებორგ უმცროსი შეასრულებს, რისი მიზეზიც მსახიობის დატვირთული განრიგია. ქასთს ასევე შეუერთდა კლია დიუვალი, რომელიც სერაფიტების წარმომადგენელს განასახიერებს. ახალი სეზონი ეიბის პერსპექტივიდან ადრე მომხდარ მოვლენებს გადმოსცემს, სერიალის ერთადერთი შოურანერი კი კრეიგ მეიზინი იქნება.