სერიალები
03 February
Netflix-მა „უცნაური ამბების“ ანიმაციური სპინ-ოფის პირველი პოსტერი გამოაქვეყნა
Netflix-მა „უცნაური ამბების“ ანიმაციური სპინ-ოფის, სახელწოდებით „უცნაური ამბები: ზღაპრები 85-დან“ (Stranger Things: Tales from ’85) პირველი ოფიციალური პოსტერი გამოაქვეყნა. სერიალი, რომლის მოქმედება ძირითადი სერიის მეორე და მესამე სეზონებს შორისაა განვითარებული, ჰოუკინსში ახალ ზებუნებრივ საფრთხეებს წარმოაჩენს. თიზერი ორშაბათს გამოვა, პრემიერა კი 2026 წელს შედგება.