სერიალები
21 February
„დრაკონის სახლი“: დეირონ ტარგარიენი მოდის – „მწვანე გუნდის“ ტუზი, რომელიც ცეკვას შეცვლის
HBO-ს „დრაკონის სახლის“ მე-3 სეზონის თიზერ-ტრეილერმა ოფიციალურად დაადასტურა დეირონ ტარგარიენის, მეფე ვისერის I-ისა და დედოფალი ელისენტ ჰაიტაუერის უმცროსი ვაჟის, გამოჩენა. ის „მწვანე გუნდის“ მთავარი მოთამაშე და „დრაკონების ცეკვის“ ბედის განმსაზღვრელი ფიგურაა, რომლის არყოფნა მე-2 სეზონში გულშემატკივრების უკმაყოფილებას იწვევდა. ტრეილერში ასევე გამოჩნდა მისი დრაკონი, ტესარიონი, „ლურჯი დედოფალი“, რაც მის მნიშვნელოვან როლს უსვამს ხაზს მომავალ ბრძოლებში.