გართობა
02 March
კიოტოს სადგურის გრანდიოზული კიბე გიგანტურ Tetris-ის ეკრანად გადაიქცა
JR West-ის განცხადებით, კიოტოს სადგურის Daikaidan-ის გრანდიოზული კიბე, რომელიც ცხრასართულიან გიგანტურ LED ეკრანად არის ქცეული, 19-დან 25 მარტამდე „კიოტო დაიქაიდან ტეტრისის“ სათამაშო მოედნად გადაიქცევა. მოგზაურებს შეეძლებათ ითამაშონ პოპულარული თამაში სხვადასხვა სირთულის დონეებზე. თითო სესია 500 იენი ღირს და უნაღდო ანგარიშსწორებით უნდა მოხდეს.