მეტ დილონი „შესანიშნავი შვიდეულის“ ახალ სატელევიზიო ადაპტაციაში ითამაშებს
მსახიობი მეტ დილონი Amazon-ის „შესანიშნავი შვიდეულის“ ახალი სატელევიზიო სერიალის მთავარ როლზე დაამტკიცეს. პროექტი, რომლის შექმნაშიც „გმირების“ სცენარისტი ტიმ კრინგი მონაწილეობს, MGM+-ზე მუშავდება და ორიგინალური ისტორიის გაფართოებას ისახავს მიზნად. დილონი კრის ადამსის როლს შეასრულებს, პერსონაჟს, რომელიც 1960 წლის კლასიკაში იულ ბრენერმა განასახიერა. სერიალის გადაღებები 2026 წლის ივნისში დაიწყება.