გართობა
10 February
სტელან სკარსგარდმა ჯიმი კიმელის შოუზე მეტ დეიმონის მხარე დაიჭირა: „შეიძლება მას შენგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა“
მსახიობი სტელან სკარსგარდი ჯიმი კიმელის საღამოს შოუს სტუმრობდა, სადაც ფილმებზე ისაუბრა, შემდეგ კი კიმელსა და მეტ დეიმონს შორის არსებულ მრავალწლიან დაპირისპირებას შეეხო. სკარსგარდის შეფასებამ, რომელმაც თითქოს დეიმონის მხარე დაიჭირა, წამყვანი შოკში ჩააგდო და სახუმარო კამათის მიზეზი გახდა.