შოუბიზნესი
06 February
ჰოლი ბერი მეოთხედ თხოვდება: ვარსკვლავმა ვენ ჰანტთან ნიშნობა დაადასტურა
ჰოლი ბერი ვენ ჰანტზე დაინიშნა. მსახიობმა „ტუნაიტ შოუს“ ეთერში, ჯიმი ფელონთან საუბრისას, დაადასტურა, რომ მუსიკოს ვენ ჰანტისგან ხელის თხოვნა მიიღო. ეს დაზუსტება მას შემდეგ მოხდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მან უარი უთხრა ჰანტს. ბერიმ განაცხადა, რომ დათანხმდა წინადადებას და ნიშნობის ბეჭედიც გამოაჩინა, თუმცა დასძინა, რომ ქორწილის თარიღი ჯერ დადგენილი არ აქვთ. მან ასევე ისაუბრა წარსულ ურთიერთობებსა და ვენ ჰანტთან ბედნიერების პოვნაზე.