ცნობილი სახეები
29 January
ემა ჰემინგ უილისი: ბრიუს უილისმა არ იცის, რომ ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს
ბრიუს უილისის მეუღლემ, ემილი ჰემინგ უილისმა, ახალ ინტერვიუში განაცხადა, რომ მსახიობმა არ იცის, რომ მას ფრონტოტემპორალური დემენცია აქვს. მისი თქმით, ეს განპირობებულია ანოსოგნოზიით, ნევროლოგიური ფენომენით, როდესაც ტვინი ვერ ცნობს საკუთარ გაუარესებას. მიუხედავად დაავადებისა, უილისი ოჯახის წევრებს მაინც ცნობს, ხოლო მისი მეუღლე ადაპტაციის სირთულეებსა და მათ განვლილ გზაზე საუბრობს.