გართობა
07 February
„დანმაჩის“ ფრენჩაიზი მეექვსე ანიმე სეზონს მიიღებს
პოპულარული ანიმე ფრენჩაიზის „Is It Wrong to Try to Pick Up Girls in a Dungeon?“ (დანმაჩი) მეექვსე სეზონი დაანონსდა. განცხადება სერიის მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, „Aedes Vesta“-ზე გაკეთდა. ფუჯინო ოომორის ორიგინალური ლაით ნოველების სერიას 21 ტომი აქვს, ხოლო მთლიანი ფრენჩაიზის 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გავრცელებული.