ჯონა ჰილი ახალი ბნელი კომედიით „აუთქამი“ ბრუნდება – Apple-მა პირველი კადრები გაავრცელა
ჯონა ჰილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბრუნდება ახალი ბნელი კომედიით „აუთქამი“ (Outcome), რომლის შემქმნელი, რეჟისორი, თანასცენარისტი და პროდიუსერი თავად არის. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კიანუ რივზი, ქემერონ დიასი, მეთ ბომერი და ჯონა ჰილი. სიუჟეტი მოგვითხრობს ჰოლივუდის ვარსკვლავზე, რომელიც შანტაჟის მსხვერპლი ხდება და მეგობრების დახმარებით ცდილობს გამომძალველის ვინაობა გამოააშკარავოს. „აუთქამის“ პრემიერა Apple TV-ზე 10 აპრილს არის დაგეგმილი.