გასართობი
19 February
რობერტ კარლაილი „ლაინ ოფ დიუთის“ მე-7 სეზონის მოწვეულ მთავარ როლში
ბრიტანელი მსახიობი რობერტ კარლაილი ჯედ მერკურიოს ჰიტ კრიმინალურ თრილერ „ლაინ ოფ დიუთის“ (Line of Duty) მეშვიდე სეზონის მოწვეული მთავარი გმირი გახდა. ის შეასრულებს დეტექტივი კონსტებელ შონ მასის როლს, სერიალის გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება. ახალი სეზონი მომავალ წელს BBC One-სა და BBC iPlayer-ზე გამოვა. კარლაილის პერსონაჟი, სპეციალისტი სნაიპერი, მოულოდნელად ცვლის თავის ქცევას, როდესაც მის მეთაურს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.