კინო
04 February
ჩივეტელ ეჯიოფორუ მაიკ ფლენეგანის „ეგზორცისტის“ ქასთს შეუერთდა
ცნობილი რეჟისორის, მაიკ ფლენეგანის ახალი პროექტის, „ეგზორცისტის“ მსახიობთა შემადგენლობას, რომელსაც უკვე ჰყავს სკარლეტ იოჰანსონი და დაიან ლეინი, ახლა უკვე ჩივეტელ ეჯიოფორუც შეუერთდა. ეჯიოფორუმ რეჟისორთან ცოტა ხნის წინ სტივენ კინგის ადაპტაციაში „ჩაკის სიცოცხლე“ ითანამშრომლა. ფილმის გადაღებები ნიუ-იორკში მალე დაიწყება, ფლენეგანი კი გვპირდება, რომ მისი ვერსია ფრენჩაიზის „რადიკალური“ გააზრება იქნება და არანაირი კავშირი არ ექნება 2023 წლის „ეგზორცისტი: მორწმუნესთან“.