კინო სიახლეები
10 February
სემ რაიმი ფილმ „ცოცვის“ გაგრძელების, „ცოცვა 2“-ის, შესახებ იმედისმომცემ ინფორმაციას აჟღერებს
შვიდი წლის წინ რეჟისორ ალექსანდრე აჟას და პროდიუსერ სემ რაიმის ნიანგების თრილერი „ცოცვა“ (Crawl) გამოვიდა, რომელმაც მაყურებელი გაართო და კვენტინ ტარანტინომაც კი 2019 წლის საყვარელ ფილმად დაასახელა. ორი წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია სიქველის, „ცოცვა 2“-ის, შესახებ, რომლის რეჟისორობას აჟა კვლავ აპირებდა, რაიმისთან ერთად კი პროდიუსერობასაც. თუმცა, მას შემდეგ პროექტზე ბევრი არაფერი გვსმენია. საბედნიეროდ, რაიმმა, თავისი ახალი ფილმის პრეს-ტურისას, გაგრძელებაზე იმედისმომცემი ინფორმაცია გააჟღერა და გან