ანიმე
02 March
Aniplex-მა „წადი, ნაკამურა!“ ანიმეს მესამე სარეკლამო ვიდეო და პრემიერის თარიღი გამოაქვეყნა
კომპანია Aniplex-მა წარმოადგინა სიუნდეის ბოის-ლავ მანგას „წადი, ნაკამურა!“ (Ganbare! Nakamura-kun!!) სატელევიზიო ანიმე ადაპტაციის მესამე სარეკლამო ვიდეო, რომელშიც პრემიერის თარიღი – 1 აპრილი – დასახელდა. ანიმე Tokyo MX-ზე და სხვა არხებზე გავა, ხოლო Hulu-ზე ეპიზოდების წინასწარი ნახვა იქნება შესაძლებელი. რეჟისორია აოი უმეკი, ანიმაციაზე Drive მუშაობს, ხოლო მთავარ როლებს კაპეი იამაგუჩი და ჯუნკო ტაკეუჩი ახმოვანებენ.