გართობა
22 February
საყვარელი სერიალი „ქლინგი“ (Scrubs) ეკრანებზე ბრუნდება – ცნობილია ახალი სეზონის დეტალები
სერიალი „ქლინგი“ (Scrubs) ეკრანებზე 16 წლის შემდეგ ბრუნდება მეათე სეზონით, რომლის პრემიერა ABC-ზე 25 თებერვალს გაიმართება ორმაგი ეპიზოდით. მაყურებელი კვლავ იხილავს საყვარელ პერსონაჟებს, მათ შორის JD-ს, ტერკს, ელიოტს, პერი კოქსს, კარლას, ასევე „დამლაგებელს“ და ჯორდან სალივანს. ახალ სეზონში სტუმრების სახით გამოჩნდებიან რეიჩელ ბილსონი, ენდი რაიდინგსი და ლიზა გილროი, ხოლო კრიტიკოსები უკვე მაღალ შეფასებას აძლევენ აღდგენილ შოუს.