კინო
21 February
„Minecraft Movie 2“-ის გადაღებები აპრილში იწყება – პროდიუსერი სიუჟეტის დეტალებს ასაჯაროებს
Warner Bros.-ის ბლოკბასტერის, „Minecraft Movie“-ის გაგრძელება, „Minecraft Movie 2“, 2027 წლისთვის არის დაგეგმილი. პროდიუსერმა როი ლიმ დაადასტურა, რომ ფილმის გადაღებები აპრილში, ახალ ზელანდიაში დაიწყება. გაჟღერდა, რომ სიუჟეტში მაყურებლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ენდერ დრაკონის გამოჩენა, იქნება გათვალისწინებული.