Warner Bros. Discovery-ს Paramount Skydance ყიდულობს: CNN-ს შესაძლოა, ტრამპთან დაახლოებული მფლობელები ეყოლოს
Warner Bros. Discovery-მ (WBD) მიიღო Paramount Skydance-ის უახლესი შეთავაზება კომპანიის აქტივებზე, რის შემდეგაც Netflix-მა ტენდერიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ეს გარიგება მნიშვნელოვანია, რადგან Paramount-ის შეთავაზება მოიცავს WBD-ის ყველა აქტივს, მათ შორის CNN-ს, განსხვავებით Netflix-ისგან, რომელიც მხოლოდ კინოსტუდიისა და HBO-ს შეძენას აპირებდა. Paramount-ს ხელმძღვანელობს დევიდ ელისონი, Oracle-ის მილიარდერი თანადამფუძნებლისა და ტრამპის ახლო მოკავშირის, ლარი ელისონის ვაჟი. კრიტიკოსები შიშობენ, რ